ENG GEO RUS
ძიება:  
 
 
  თავისუფლების ქ. 90
ქობულეთი 6200
საქართველო
Tel/Fax:
+995 88 236 67413
Email: info@ipg.ge
Website: www.ipg.ge
   
 
საქართველოს ფოტოპათოლოგიის ინსტიტუტი
Download 
 

საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი (წარსულში მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი) 1991 წლის 22 მაისს დაარსდა ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე, რომელიც ქობულეთში 1959 წლიდან ფუნქციონირებდა.

1964 წელს შეიქმნა ფიტოპათოლოგიის, ბიოლოგიური კონტროლის, მიკროორგანიზმების სელექციისა და გენეტიკის, ჰერბიციდების, ტოქსიკოლოგიისა და ფუნგიციდების ლაბორატორიები. ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში 1970 წელს საველე სადგური ჩამოყალიბდა.

საბჭოთა პერიოდში ლაბორატორიებში სტრატეგიული მნიშვნელობის, მაღალვირულენტური და განსაკუთრებით მავნე სოკოვანი პათოგენების კვლევა მიმდინარეობდა. ფიტოპათოლოგიის საკავშირო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი იყო საქართველოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, სადაც დაიწყო მარცვლოვანთა პათოგენების პოპულაციის გენეტიკური სტრუქტურის კვლევა, მაღალვირულენტური რასების მიმართ გამძლეობის ეფექტური წყაროების მოძიება და გამოცდა, პერსპექტიული ფუნგიციდების და ჰერბიციდების სკრინინგი.

ქობულეთის გარემო პირობები უნიკალურია საველე ცდების ჩასატარებლად, რაც განპირობებულია საცდელი კულტურების კომერციული ნათესებისგან ბუნებრივი იზოლაციით და მცენარეთა პათოგენების ზრდისთვის ხელსაყრელი თბილი და ნოტიო კლიმატით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინსტიტუტი საქართველოს სახელმწიფოს გადაეცა და მთავრობის დადგენილებით მას კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა.

2006 წლიდან ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.

2010 წლის თებერვალში ხელმოწერილი მემორანდუმების საფუძველზე დაიწყო ინსტიტუტის მჭიდრო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან.

2002 წელს ინსტიტუტმა თანამშრომლობა დაიწყო დიდი ბრიტანეთის სურსათის და გარემოს კვლევის სააგენტოსთან (FERA), რომლის ფარგლებში ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტს გადაეცა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობა, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, მეცნიერ-თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები.

საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს CIMMYT და ICARDA-თან. კვლევის ძირითადი სფეროებია მარცვლოვანთა ჟანგების მონიტორინგი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის გამოცდა.

 

მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სტრუქტურა სამეცნიერო მიმართულებები კვლევები და მომსახურება თანამშრომლობა და პროექტები
კონფერენციები და ღონისძიებები სიახლეები პუბლიკაციები ფოტოგალერეა ფერმერის გვერდი კონტაქტი
ვებ-გვერდი მომზადებულია ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის პროექტის ფარგლებში.
© 2010 საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი Created by RENDER PRODUCTION