ENG GEO RUS
ძიება:  
 
 
  თავისუფლების ქ. 90
ქობულეთი 6200
საქართველო
Tel/Fax:
+995 88 236 67413
Email: info@ipg.ge
Website: www.ipg.ge
   
 
საქართველოს ფოტოპათოლოგიის ინსტიტუტი
Download 
 
 

საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი (სფი) სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ფერმერებს სთავაზობს მოსავლიანობის გაზრდისა და საკვები პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებს მათი ინფორმირებისა და საექსპერტო მომსახურების გაწევის გზით.

ინსტიტუტი ხელს უწყობს ფერმერებს შეიძინონ და ერთმანეთს გაუზიარონ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები, რაც მათ მეურნეობებში შექმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მზად არიან დახმარება გაუწიონ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში  შეხვედრების, სემინარების, ტრეინინგების, ღია კარის დღეებისა და კლინიკების მოწყობის გზით. ეს გააადვილებს მცენარეთა დაავადებების კონტროლს და ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობების განვითარებას.

მხიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებები და მათთან ბრძოლა:
 
ატმის ფოთლების დაცხავება; ატმის ფოთლის სიხუჭუჭე; ვაშლის ქეცი; ვაშლის სიდამპლე.
ციტრუსების ანთრაქნოზი; ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი; ციტრუსოვანთა მეჭეჭიანობა; ციტრუსოვანთა გუმოზი.
ხორბლის მაგარი (ჩვეულებრივი) გუდაფშუტა; ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა; მარცვლოვანთა ნაცარი.
ხორბლის ფოთლის (მურა) ჟანგა; ხორბლის ღეროს ჟანგა; ხორბლის ყვითელი ჟანგა.
ხორბლის მურა სილაქავე; ხორბლის ყვითელი სილაქავე; ხორბლის ფოთლის და თავთავის სეპტორიოზი.
კარტოფილის ალტერნარიოზი ანუ ადრეული მშრალი სილაქავე; კარტოფილის ფიტოფტოროზი; კარტოფილის ფუზარიოზი და ტუბერების მშრალი სიდამპლე; კარტოფილის კიბო.
ქერის ბადისებრი ლაქიანობა; ქერის ზოლური სილაქავე; ქერის მურა სილაქავე; ქერის რინხოსპორიოზი.
პომიდვრის ფიტოფტოროზი; პომიდვრის ჭკნობა; პომიდვრის სეპტორიოზი; პომიდვრის ალტერნარიოზი.
სიმინდის ფუზარიოზი; სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტა; სიმინდის ფოთლის ჩრდილო ჰელმინტოსპორიოზული სიდამწვრე.
კიტრის ანთრაქნოზი; კიტრის ნაცარი; კიტრის კუთხოვანი სილაქავე.
ვაზის ჭრაქი; ვაზის ნაცარი; ვაზის ანთრაქნოზი; ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე.
ბადრიჯნის ნაყოფების მშრალი სიდამპლე; ბადრიჯნის ჭკნობა; ლობიოს ანთრაქნოზი.
მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სტრუქტურა სამეცნიერო მიმართულებები კვლევები და მომსახურება თანამშრომლობა და პროექტები
კონფერენციები და ღონისძიებები სიახლეები პუბლიკაციები ფოტოგალერეა ფერმერის გვერდი კონტაქტი
ვებ-გვერდი მომზადებულია ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის პროექტის ფარგლებში.
© 2010 საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი Created by RENDER PRODUCTION