ENG GEO RUS
ძიება:  
 
 
  თავისუფლების ქ. 90
ქობულეთი 6200
საქართველო
Tel/Fax:
+995 88 236 67413
Email: info@ipg.ge
Website: www.ipg.ge
   
 
საქართველოს ფოტოპათოლოგიის ინსტიტუტი
Download 
 
07.06.2010 მცენარეთა ჯანმრთელობის მობილური კლინიკები ქართველ ფერმერებს მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება
 

მარნეული, 2010 წლის 7 ივნისი  - დღეს მარნეულში, მეურნეობაში „ლომთაგორა’“ მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან ერთად.

დიდი ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის მიერ დაფინანსებული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობას, ოთხი მსგავსი კლინიკა მოეწყობა.

კლინიკების ორგანიზატორები - აგრონომები, ფიტოპათოლოგები და სხვა სპეციალისტები ფერმერებს მცენარეთა დაავადებებით გამოწვეული  სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ოთხი საერთაშორისო ექსპერტი ნაყოფიერად  მუშაობს ქართველ მეცნიერებთან ერთად 2010 წლის ივნისის კლინიკებზე და მათ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

„ფერმერებს თავიანთი დაავადებული მცენარეების ნიმუშები ჩვენთან მოაქვთ. ჩვენ ვსვამთ დიაგნოზს და უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ბრძოლის საშუალებებს ვურჩევთ“, ამბობს გურამ მემარნე, საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

კლინიკების მიზანია, აამაღლონ ფერმერების ცოდნა საქართველოში არსებული სხვადასხვა მცენარის დაავადებათა შესახებ და ამგვარად გააუმჯობესონ მოსავლის პროდუქტიულობა, რაც, თავის მხრივ, ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკები მოეწყობა მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში და ჩატარდება საქართველოს მასშტაბით შვიდ წერტილში ორი წლის განმავლობაში. 2010 წელს კლინიკები დაგეგმილია ქობულეთში, მარნეულში, გარდაბანსა და სიღნაღში; 2011 წელს კი - დედოფლისწყაროში, ქუთაისსა და ახალციხეში.

 

     
 
  შემდეგი
     
     
     
     
 
27.09.2008 ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი აწყობს მცენარეთა პათოლოგიის პირველ საერთაშორისო ტრანსკავკასიურ კონფერენციას
2008 წლის 25-27 სექტემბერს თბილისში, ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტმა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა მცენარეთა პათოლოგიის პირველი საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონფერენცია.
ნახეთ ვრცლად
   
   
 
მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სტრუქტურა სამეცნიერო მიმართულებები კვლევები და მომსახურება თანამშრომლობა და პროექტები
კონფერენციები და ღონისძიებები სიახლეები პუბლიკაციები ფოტოგალერეა ფერმერის გვერდი კონტაქტი
ვებ-გვერდი მომზადებულია ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის პროექტის ფარგლებში.
© 2010 საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი Created by RENDER PRODUCTION