ENG GEO RUS
ძიება:  
 
 
  თავისუფლების ქ. 90
ქობულეთი 6200
საქართველო
Tel/Fax:
+995 88 236 67413
Email: info@ipg.ge
Website: www.ipg.ge
   
 
საქართველოს ფოტოპათოლოგიის ინსტიტუტი
Download 
 
 
Zoom
საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი (სფი), სხვადასხვა პარტნიორთან და სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობით, ახორციელებს კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მათი კონტროლის მიზნით.

ინსტიტუტის კვლევების მიზანია განახორციელოს დაავადებათა ეკოლოგიურად უსაფრთხო კონტროლი ზუსტი დიაგნოსტიკის, მოსავლიანობის მართვის მეთოდების გამოცდისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით.

კვლევათა ხარისხობრივი დახვეწა მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდების დანერგვით მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ქვეყნის სასურსათო და ბიოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. 2010 წლის თებერვალში ხელმოწერილი მემორანდუმების საფუძველზე ინსტიტუტმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან.

აგრეთვე ნახეთ: ჩვენს შესახებ სტრუქტურა
 
07.06.2010 მცენარეთა ჯანმრთელობის მობილური კლინიკები ქართველ ფერმერებს მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება
დღეს მარნეულში, მეურნეობაში „ლომთაგორა’“ მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან ერთად.
ნახეთ ვრცლად
   
   
 ყველა სიახლე 
 
სიმინდის ციტოსტერილური ხაზებისა და ჰიბრიდების იმუნოლოგიური შეფასება ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზის მიმართ.
ქერის ნაცარი საქართველოში.
საშემოდგომო და ფაკულტატური რბილი ხორბლის კავკასიური სანერგე.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სტრუქტურა სამეცნიერო მიმართულებები კვლევები და მომსახურება თანამშრომლობა და პროექტები
კონფერენციები და ღონისძიებები სიახლეები პუბლიკაციები ფოტოგალერეა ფერმერის გვერდი კონტაქტი
ვებ-გვერდი მომზადებულია ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის პროექტის ფარგლებში.
© 2010 საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი Created by RENDER PRODUCTION